ბათუმში 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად, გამნაღმველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგონა რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში მოკლული იპოვეს. შსს სავარაუდო მკვლელის ვინაობა უკვე დაადგინა. იგი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. აღნიშნული პირის დასაკავებლად საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო