ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი საზოგადოებას შემოდგომაზე წარედგინება - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზე, მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკაზე, ინსტიტუციურ რეფორმაზე, კოორდინაციის საკითხებზე. პრემიერი ისმენს ეკონომისტების მოსაზრებებს. შეხვედრა რომ შედგა ეს მისასალმებელია რადგან აუცილებელია, რომ მთავრობასა და ეკონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში არსებობდეს. ეს დოკუმენტი შექმნის გარკვეულ სტაბილურ განცდას, განცდას იმისა, თუ საით მიდის ქვეყანა და ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საგარეო ურთიერთობებისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაფიოდ წარმოიდგინონ ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულება", - აცხადებს პაპავა.