რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი კვლავ სოხუმში იმყოფება. აფხაზ სეპარატისტტა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს იგი უკვე შეხვდა.
აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთს ე.წ. ძალოვანის ტრუქტურების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით გაიმართა უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ურთიერთქმედება თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო სტრუქტურებისა და შს სამინისტოს ხაზით საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ტარდება ეფექტური სამუშაო. გამოვყავით რამდენიმე საკითხი, რომელთა მიმართაც კონპლექსური მიდგომაა საჭირო", _ განაცხადა ნურგალიევმა.