ქართველ „კანონიერ ქურდს" ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლოზე აღინიშნა, რომ განსასჯელი სანასაულებრივ ჯგუფს მეთაურობს, რომელიც ევროპის სხვა და სხვა ქვეყანაში მოქმედებს. მათ „ანგარიშზეა" : ძარცვა გამოძალვა, მკვლელობსი მცდელობა და მკვლელობა.
საბერძნეთის სასამართლოში ჩვენებას ესპანელი პოლიციელიც იძლეოდა. თავად ბრალდებული ყველა ბრალდებას უარყოფდა. სასამართლო დაცვის გაძლიერებული ზომების თანხლებით მიმდინარეობდა.
შუშანაშვილი 2012 წლის იანვარში ყალბი დოკუმენტებით ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე ათენთან ახლოს დააკავეს. ყველა ელოდა, რომ მისი ექსტრადირება ესპანეთში მოხდებოდა. თუმცა საბერძნეთის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ შუშანაშვილს დანაშაულებები საბერძნეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ჩადენილი შუშანაშვილის ექსტრადაციაზე უარი განაცხადა.
სასამარლო საქმე ათაულობით ათას გვერდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პრესა წერდა, რომ შუშანასავილი მრავალი წლის განმვალობაში თავისუფლების სანაცვლოდ ქრთამს აძლევდა საბერძნეთის პოლიციას. მათივე ინფორმაციით, ქრთამის საერთო მოცულობამ 800 ათასი ევრო შეადგინა.