ბრაზილიაში ვიზიტად მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ახალგაზრდობის დღესასწაულზე ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რიო დე ჯანეიროში ნარკომანთათვის განკუთვნილი კლინიკის გახსნაზე რომის პაპმა სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა იმ ადამიანებს ვინც უარი თქვა ნარკოტიკებზე. მან განაცხადა, რომ ეკლესია ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მათ ვინც მზადაა ებრძოლოს დამოკიდებულებას.