„გაყიდვების მართვის კომპანიისა" და „პერიტუს გრუპის" ორგანიზებით პირველად თბილისში ქართული და იმპორტირებული გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება. 26-27 ივლისს „გუდვილის" საბურთალოს ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება ექნება, ღონისძიებაში მონაწილე ლუდის, ლიმონათის, ნატურალური წვენების, მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია დააგემოვნონ.
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, რაც მომხმარებელს პროდუქციის შემადგენლობისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მათ შორის, გაიმართება ფლეშმობი, კონკურსები და გათამაშებები, რომელშიც მომხმარებელი მონაწილეობას მიიღებს და არაერთი საჩუქრის მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მოეწყობა კონკურსი ჟურნალისტებისთვის. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის პოპულარიზაცია.
გამაგრილებელი სასმელების ფესტივალში მონაწილეობენ: "ნატახტარი", "ზედაზენი", "ყაზბეგი", "კასტელი", "კულა", სანდორა", "ლივო", "ჩარგალი", "სნო" და "საირმე".
გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი წელს პირველად იმართება და ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.