ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადების და დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, მოქალაქეები ლიანა რაზმაძე და ზვიად თადუმაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, თბილისში, წულუკიძის ქ. #3-ში მდებარე ავტონაწილების ბაზრობაზე, საგადასახადო დოკუმენტებში ხელოვნურად შემცირებული ფასებით, ავტომობილების აკუმულატორების რეალიზაციას ეწეოდნენ, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით კი აკუმულატორებს ცნობილი მწარმოებლების („BOSCH", „FULLPOWER" და ა.შ) ყალბ სასაქონლო ნიშნებს კუსტარულად აკრავდნენ.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდ წლამდე ვადით.