დაბა ურეკში მომხდარი ავარიის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ  ,,ჯი-ეიჩ-ენს"  შსს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. 
ავარიის დროს ,,მერსედესის" მარკის ავტომობილი მდინარე სეფაში გადავარდა, სადაც სამი პოლიციელი იმყოფებოდა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ. 
სამივე პოლიციელი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.