სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ. დავით კირვალიძე ე.წ. მოდულის შენობაში 14:00 საათზეა დაბარებული.
კირვალიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით 22 და 23 ივლისს უკვე დაკითხეს.
საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.