თბილისში მომხდარი ვარიის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ,,ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანა ელექტროგაცემის ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ელექტროსადენების ბოძი წაიქცა, სადენები აალდა, მანქანას ცეცხლი მოეკიდა და 30 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ავარიის დროს მანქანაში ასევე იმყოფებოდა ორი ადამიანი. დაშავებულები უმძიმესი მდგომარეობით ჯერ რკინიგზის საავადმყოფოში შემდეგი კი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.