22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩალაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა.
შსს-ს ინფორმაცით, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.