ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასულიერო პირებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა კვლავ სთხოვეს. მიმართვა სეპარატისტებმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს დაამთხვიეს, ვინაიდან იციან, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრისას აუცილებლად იქნება საუბარი აფხაზეთზე.
ამავდროულად, ახალი ათონის ტაძარში არსებული აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის აფხაზეთის გარეშე ყოველგვარ აზრს მოკლებულია და არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება. განცხადებები ამის შესახებ ე.წ. მიტროპოლიის მდივანმა გერმან მარშანმა გააკეთა.
მისივე თქმით, განურჩევლად ყველასათვის აფხაზეთში ასევე მიუღებელი იქნება ორმაგი იურისდიქციის ამოქმედებაც აფხაზეთის ტერიტორიაზე და მისი ე.წ. კანონიკური ტერიტორიის დროებით მმართველობაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემა.
„აფხაზეთის მართლმადიდებლური მოსახლეობის, საზოგადოების, მოწრმუნეებისა და არამორწმუნეებისათვის და ზოგადად მთელი აფხაზი ხალხისათვის მიუღებელია ის, რომ აფხაზეთის ტერიტორია, ნებისმიერი სხვა ავტოკეალური ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდეს.
უპირველეს ყოვლისა ახლა საუბარი საქართველოს ეკლესიაზე მიდის, იმ ომის გამო რომელიც აქ იყო ეს სრულიად მიუღებელი პირობაა აფხაზეთიათვის და აფხაზეთის სულიერება ან საკითხში საეჭვოა რომ ორად გაიყოს.
ამიტომაც ასეთი მოლაპარაკებები რომლებიც აფხაზური მხარის მონაწილეობას არ ითვალისწინებენ, ყოველთვის ფუჭად დასრულდება. ხოლო რა სურს აფხაზეთის მოსახლეობას ეს ყველამ კარგად იცის - ეს აფხაზეთის მართლდადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება",_ აცხადებს გერმან მარშანი.