24 ივლისს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ოქროს მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა მარხა მ-მ და ნორგულ Nნ-მ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ს.გ.პ. "სარფიში" საბაჟო კონტროლისაგან მამულად, სხეულზე მოწყობილი სპეციალური სამალავით საქართველოში სხვადასხვა სახის ოქროს ნაკეთობები გადმოიტანეს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარხა მ-ს პირადი დათვალიერებისას სხეულზე დამაგრებულ პლასტმასის კონტეინერებში დაახლოებით 766 გრამი ოქროს ნაკეთობა აღმოუჩნეს. ნაკეთობების სავარაუდო ღირებულება 15000 ლარს აღემატება, ნორგულ Nნ-ს კი, ასევე სხეულზე დამაგრებულ პლასტმასის კონტეინერებში დაახლოებით 347 გრამი ოქროს ნაკეთობა, სავარაუდო ღირებულებით 15000 ლარი, აღმოაჩნდა.
საქმის მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.