დღეს, 1-ელ მარტს, თბილისში იტალიელი კარდიოქირურგები ჩამოვლენ.მსოფლიოში ცნობილი იტალიელი პროფესორი ვიტორიო ვანინი სხვა კარდიოქირურგებთან ერთად 1 კვირის განმვალობაში 4 ბავშვს გულზე ურთულეს ოპერაციებს, უფასოდ ჩაუტარებს.
ამასთან, უფასო კონსულტაციის საშუალება ექნებათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც გულზე პრობლემები აქვთ.
იტალიელი კარდიოქირურგები საქართველოში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ, რის ფარგლებშიც მათYრამდენიმე ოპერაცია უკვე გააკეთეს.
ოპერაციებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს.