ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მამუკა ივანიაძის პროკურატურაში ყოფნის დროს მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ზეწოლის ახალ ფაქტებზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საია-ს ადვოკატმა მაია ხუციშვილმა განაცხადა.
,,გამოძიებო მოქმედების მომენტში ოთახში შემოვიდა ჩვენთვის უცნობი პირი, უფრო სწორედ კარი შემოაღო გამომძიებელი გარეთ გაიყვანა და ჩვენს გასაგონად თქვა, ,,გადაურეკეთ იმ ადამიანებს და უთხარით, რომ ქუჩაში არ დააკავონ მაინც ყოფილია მინისტრია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საია-ს ადვოკატმა მაია ხუციშვილმა.
მისვე განმარტებით, მომხდარი ფაქტი შემთხვევით არ განხორციელებულა და ეს იყო მამუკა ივანიაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძე ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში გუშინ იმყოფებოდა.