საქართველოს მთავარი პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 22 ივნისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს ,,მექანიზატორის" რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან", _ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.