სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე გუშინ ე.წ მოდულის შენობაში დაკთხვის შემდეგ ხელმეორედ ისევ დაიბარეს. ყოფილი მინისტრი დაკითვაზე ცოტა ხნის წინ გამოცხდდა. როგორც ჟურნალისტებთან კირვალიძემ განაცხადა მისთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხზეა დაბარებული.
"წინასწარ არ ვიცი, კონკრეტულად რაზე ვარ დაბარებული, თუმცა, სავარაუდოდ გავლით იმ საკითხებს, რომლის გავლაც გუშინ ვერ მოესწრო", _ აღნიშნა კირვალიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ე.წ. მოდულის შენობაში მოწმის სტატუსით ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ. როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კირვალიძემ განმარტა კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.
,, კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით იყო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვებზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ", _განაცხადა კირვალიძემ.
მისივე განმარტებით, დაკითხვის დროს მამუკა ივანიაძე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.