ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქის უშანგი აიწურაძის მიმართ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ გასულ შაბათს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. სამი დაკავებულიდან ორი საქართველოს მოქალაქეა ერთი კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქე.
„ერთ-ერთი დაკავებულის, საქართველოს მოქალაქის - უშანგი აიწურაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მეორე დაკავებული, თბილისის მცხოვრები გიორგი კოკოევი - სასამართლოს გადაწყვეტილებით დააჯარიმეს და საქართველოს ტერიტორიაზე გააძევეს. ასევე ჯარიმით გათავისუფლებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკავებული მოქალაქე", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის კომიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები