სექტემბერში საქართველოს რუსული ესტრადის ვარსკვლავი ირინა ალეგროვა ეწვევა. ალეგროვა საქართველოში ორ კონცერტს გამართავს, როგორც მომღერლის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ აფიშაშია აღნიშნული, ირინა ალეგროვა 19 სექტემბერს სოლო კონცერტს თბილისში, ხოლო 20 სექტემბერს კი ბათუმში გამართავს. თბილისში ირინა ალეგროვას კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და ბილეთის ღირებულება პარტერზე 100, 120, 140, 150 ლარი იქნება, ხოლო აივანზე 50, 60, 80, 100 ლარი.
ბათუმში ალეგროვას კონცერტი „ბათუმის პიაცაზე" გაიმართება. როგორც მომღერლის აფიშიდან ირკვევა, ირინა ალეგროვას კონცერტზე დასასწრები ბილეთები, მისი ერთგული მსმენელისათვის, 15 მაისიდანაა ხელმისაწვდომი.