თვითმფრინავის ბორტზე კვება საკმაოდ ძვირია. ბორტზე საკვები პროდუქტების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი ღირებულება ჩვეულებრიც სუპერმარკეტში.
Travelsupermarket.com-ის ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებზე ყველაზე მაღალი ფასი ავიაკომპანიებს Ryanair-ს, Aer Lingus-ს და Wizz Air-ს აქვს. ყველაზე განსხვავებული ფასები, სუპერმარკეტებში არსებულ ღირებულებასა და ბორტზე არსებულ ფასებს შორის, ცხელ სასმელებზეა. მაგალითად ერთი ფინჯანი ჩაის ღირებულება Ryanair-ის ბორტზე 2,61 ფუნტია, ხოლო პაკეტი ჩაის ღირებულება, რითაც შემდგომ ჩაი უნდა დააყენო, სუპერმარკეტებში მხოლოდ და მხოლოდ 6 პენი ღირს.
თვითმფრინავის ბორტზე 0,33 ლიტრიანი წყლის ღირებულება 1,8 ფუნტია, რაც 700 %-ით აჭარბებს სუპერმარკეტებში არსებულ ფასს. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ სუპარმარკეტებში ბოთლის მოცულობა 690 %-ით მეტია, ვიდრე იმ ბოთლისა, რაც ბორტზე იყიდება.
გაზირებული სასმელები სიძვირის მიხედვით ჩამონათვალში მესამეა ადგილზეა. ბორტზე 150 მილილიტრიანი გაზირებული სასმელის ფასი 1,74 ფუნტია, რაც თითქმის 900 %-ით ძვირია, მაღაზიებში არსებულ ფასებთან შედარებით.
რაც შეეხება ტკბილეულს ის ბორტზე 10-ჯერ ძვირი ღირს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერში შოკოლადი 300 %-ით ძვირია, ვიდრე მისი ღირებულება მიწაზე. ბორტზე საკმაოდ ძვირია ასევე ლუდი. ლუდის ფასი ბორტზე 900 %-ით მეტია, ვიდრე მისი ღირებულება სუპერმარკეტში.