ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 531 პარტია ალკოჰოლური პროდუქცია შევიდა 5 967 357,5 ლიტრის მოცულობით, ორი მწარმოებლიდან. ინფორმაციას ამის შესახებ „როსპოტრებნადზორი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთიდან მოწოდებული პროდუქციის ხარისხი კვლავინდებურად სტაბილურია.
ამასთან ერთად, როსპოტრებნადზორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონიდან ასევე გრძელდება მინერალური წყლის მიწოდება, რომელმაც სახელმწიფო კონტროლის პროცედურა გაიარა.