ხვალ 1 მარტს, 13 საათზე, ენერგეტიკის სფეროში დასამებულთა პროფკავშირის წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფკავშირებიდან აცნობეს, აქციაზე შეკრებილები საქართველოს ენერგოსისტემაში არსებულ ვითარებას გააპროტესტებენ.
პროფკავშირის წევრების განცხადებით, ქვეყნის ენერგეიკის სფერო სავალალო მდგოამრეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის და დისტრიბუციის თვასაზრისით ვითარება ერთი შეხედვით სტაილურია- ენერგეტიკის კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების ასევე ენერგომშენელების ბედი გაურკვეველია.
ენერგეტიკოსებს არ აუღიათ წლებების განმავლობაში შესრულებუი სამუშაოს ანაზღაურება. იყიდება ინსტიტუტების შენობები და მათ ფუნქციონირებას საფთხე ექნება. გაურკვეველია გ.ჩოგოვაძის სახელობის საქართველოს ენერგეტიკის და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ასევე ინსტიტუტე "თბილიდროპროექტის" ბედი, რომელიც საბოლოო გაუქმებისთვის არის განწირული.
უმ|ძიმეს მდგომარეობაში არიან ცნობლი ენერგომშენებლები. გაუქმდა და გაიყიდა კვლევითი ინსტიტუტი "მეტსი".
პროფკავშირები მოითხოვს: შეწყდეს ენერგეტიკის კვლეივთი ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა, მათ შეუნარჩუნდეთ ან გამოეყოთ ფართი და ტექნიკური საშუალებები- სამეცნიერო, კვლევითი და საპროექტო სამუშაოების განხორციელებისთვის. გამოიძებნოს თანხა- მდიდარი საარქივო მასალის დამუშავების და ცენტრალური არქივში განთავსებისთვის, გამოიძებნოს თანხა კვლევითი და საპაროექტო ინსტიტუტების თანამშრომელთა წინა წლების სახელფასო დავალიანების დასაფარად, სამუშაოების შესრულება კი მიენდოს ადგილობრივ კადრებს- რომლებიც იაფად და ხარისხიანად შეასრულებენ სამუშაოებს. Dამ და სხვა მოთხოვნებთან ერთად პრესკონფერენციაზე პროფკავშირების წარმაომადგენლები დაუყოვნებლივ ეკონომიკის მინისტთან შეხვედრას მოითხოვენ.