მსოფლიოს ავიაგადამზიდავებმა 2012 წლის განმავლობაში 3 მლრდ ადამიანი გადაიყვანეს. წლის განმავლობაში, მოგზაურები ძირითადად აზიის (947,9 მლნ), ჩრდილოეთ ამერიკის (808,1 მლნ) და ევროპის (780,6 მლნ) მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
რაც შეეხება გადაზიდვებს ქვეყნების მიხედვით, აფრიკის კონტინენტზე ლიდერ პოზიციაზე აფრიკის რესპუბლიკაა, სადაც წლის განმავლობაში 20,4 მლნ მგზავრი ჩავიდა. რაც შეეხება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს აქ ლიდერობას ჩინეთი ინარჩუნებს -361,4 მლნ მგზავრით. სამხრეთ ამერიკაში ლიდერი ბრაზილიაა 88,9 მლნ მგზავრით. ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტი რაოდენობით ავიაგადამზიდავებმა მგზავრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩაიყვანეს - 40,6 ადამიანი. ჩრდილოეთ ამერიკაში კი ლიდერი აშშ-ია, 598,2 მლნ მგზავრით.
აღნიშნული სტატისტიკაც მოწმობს, რომ აშშ მგზავრთგადაყვანის მხრივ ლიდერობას კვლავინდებურად ინარჩუნებს. ამერიკული ავიაკომპანიებიდან მგზავრთგადაყვანის კუთხით ლიდერობენ Delta Air Lines (116,7 მლნ მგზავრი), Southwest Airlines (112,2 მლნ მგზავრი), United Airlines (92,6 მლნ მგზავრი) და American Airlines (86,3 მლნ მგზავრი). ანალოგიურად 86,3მლნ მგზავრი გადაიყვანა ჩინურმა ავიაგადამზიდავმა China Southern Airlines-მა.
მასალის გამოყენების პირობები