ხვალ, 1-ელ მარტს, 15:00 დან 17:0 საათამდე, ვარდების მოედნიდან - პალამენტის შენობისკენ- პროფკავშირების მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფკავშირებიდან აცნობეს, მანიფესტაციაზე 5 ათასამდე დასაქმებული და უმუშევარი შეიკრიბება. თვითდასამქებლთა პროფკავშირის წარმოამდგენლები მოითხოვენ: მოვაჭრეთა და სავაჭრო ობიექტებზე დასქმებულთა უფლებების დაცვაა. მთავარი მოთხოვნები: სალარო აპარატების და უსამართლო ჯარიმების გაუქმება, რეალური ფიქსირებული გადასახადების დაწესება და საყოველთაო დაზღვევაა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში სოციალური ფონი დღითი დღე მძიმდება. იზრდება უმუშევრობა და ირღვევა დასაქმებულთა უფლებები. იზრდება კომუნალური გადასახადები და ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე. პროფკავშირები მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვლენ.
პროფკავშირები მოითხოვენ სტუდენტების უფლებების დაცვას: გამოცდების განმეორებითი ჩაბარებისთვის უმაღლეს სასწავლელბებში დაწესებულ მაღალ ფულად ჯარიმების გაუქმებას. ასევე რეალური დასაქმების პროგრამების შექმნას და მოქმდედი შრომის კოდექსის შეცვლას.
მოთხოვნებს შორის: პენსიონერთა პენსიის დაპირებისამებრ 100 დილარით განსაზღვრაა, რადგან ქვეყანაში არსეუბლი საარსებო მინიმუმი 128 ლარია, პენსია კი 85.
პროფკავშირეიბ ასევე დააყენებენ საკითხს პენსიონერებისთვის კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების თაობაზე.