სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ე.წ. მოდულის შენობასში მოწმის სტატუსით ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ. როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კირვალიძემ განმარტა კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.
,, კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით იყო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვებზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ", _განაცხადა კირვალიძემ.
მისივე განმარტებით, დაკითხვის დროს მამუკა ივანიაძეზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის მიმდინარე გამოძიებას ეხება.