მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. „მარგებელი კულინარია" - ასე ჰქვია „მარნეულის სასურსათო ქარხნისა" და კულინარიის აკადემიის ერთობლივ პროექტს, რომელშიც მონაწილეობა მარტივი და ამასთან მართლაც „მარგებელი" აღმოჩნდა.
უკვე გამოვლინდა 10 გამარჯვებული, მათ შორის 6 ლაიკების რაოდენობის გათვალისწინებით, კომპეტენტური ჟიურიმ კი 4 „მარგებელი დესერტისა" და „მარგებელი კერძის" კრიტერიუმებით შეარჩია.
მათ გადაუღეს, ატვირთეს და დაამტკიცეს, რომ „ის" მარგებელია! ფოტოკონკურსის პირველ ათეულს მარნეულის სასურსათო ქარხანა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვებს.
გთავაზობთ კონკურსის „მარგებელი კულინარია" პირველი ეტაპის გამარჯვებულებსა და მათ ნამუშვერებს:
ჟიურის რჩეული
მერი ჭიჭიაშვილი
ოლივიე კოქტეილის სალსით
https://www.facebook.com/photo.php?fbid=503267413079622&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater
გიორგი ჯანყარაშვილი
შემწვარი კალმახის ფილე ციტრუსის პიურეთი, ჩათუთქული მწვანე ხახვით, ბარდით და ბარდის პიურეთი
https://www.facebook.com/photo.php?fbid=508455609227469&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater
ნინო კილაძე
ფენოვანი ნამცხვარი შავი ქლიავის ჯემითა და ნაღების კრემით
https://www.facebook.com/photo.php?fbid=505973929475637&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater
ნინო თავაძე
ფრანგული, პროვანსული კერძი (რეცეპტი ოდნავ განსხვავდება კლასიკური ფრანგული რეცეპტისგან)
https://www.facebook.com/photo.php?fbid=508908099182220&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater
ლაიქებით
პირველი ადგილი - გიორგი ნინიძე
ხბოს ხორცის ჩანახი (კერძი)
https://www.facebook.com/photo.php?fbid=503268476412849&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
მეორე ადგილი - ნატო მუმლაძე
მაკარონი კატლეტით და პომიდვრის იტალიური სოუსით (კერძი)
https://www.facebook.com/photo.php?fbid=500162430056787&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
მესამე ადგილი - ეკა კორძაძე
პიცა
https://www.facebook.com/photo.php?fbid=500162413390122&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
მეოთხე ადგილი - მილენა მითაგვარია
კიტრის მწნილის როლები
https://www.facebook.com/photo.php?fbid=505573616182335&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
მეხუთე ადგილი - სალო კელენჯერიძე
სუფლე კაკლის მურაბით, კენკრით და ნაყინით.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=504023566337340&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
მეექვსე ადგილი - გულნაზ კაკულია
ხილის დესერტი
https://www.facebook.com/photo.php?fbid=500556433350720&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
შეგახსენებთ, ერთი თვის განმავლობაში პროექტის ინიციატორებმა გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც ფოტოხელოვნებაც იზიდავდათ ან უბრალოდ განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით გამოირჩეოდნენ, სპეციალურ კონკურსით შესაძლებლობა მისცეს საკუთარი კულინარული ნიჭი გამოევლინათ.
მთავარი მოთხოვნა, „მარნეულის სასურსათო ქარხნის" მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება კერძის/დესერტის მომზადებისას კონკურსანტებმა უკვე შეასრულეს და ფესიბუქის მომხმარებელთა მოწონებებიც დაიმსახურეს.
გადაუღე ფოტო შენს მიერ მომზადებულ კერძს/დესერტს და დაამტკიცე, რომ შენი მომზადებული კულინარიული ნიმუში ყველაზე გემრიელი და მარგებელია - მათ ეს შეძლეს.
კონკურსის „მარგებელი კულინარია" მედია პარტნიორია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე".
რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს, უფრო მეტი სტიმულისათვის კონკურსში მონაწილეებს დამატებითი პრიზის მოპოვების შანსი მიეცათ.
II ეტაპი დაკომპლექტდება კონკურსანტების საუკეთესო 20-ულით, რომელთა ფოტოსურათებმაც ყველაზე მეტი ლაიკი მოაგროვეს.
გამოავლინე შენი კულინარიული ნიჭი პრაქტიკაში, - კულინარიის აკადემიაში გააცოცხლე ფოტოზე აღბეჭდილი კერძი/დესერტი და ჟიურის წევრებს დააგემოვნებინე.
მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება 5 გამარჯვებული ნომინაციელბში: „მარგებელი დესერტი", „მარგებელი კერძი" და „მარგებელი რეცეპტების" კონკურსს ეყოლება ერთადერთი „მარგებელი კულინარი" .
დეგუსტაციის შემდეგ გამოვლინდება 5 ყველაზე „მარგებელი კულინარი", რომელსაც მარნეულის სასურსათო ქარხანა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვებს, ხოლო მათგან საუკეთესო სამეული კულინარიის აკადემიაში სამოყვარულო კურსს გაივლის.
პრიზები გადანაწილდება ნომინაციების მიხედვით:
I ადგილი - „მარგებელი კულინარი „
II - III ადგილი - „საუკეთესო მარგებელი დესერტი" და „საუკეთესო მარგებელი კერძი"
IV - V ადგილი --„მარგებელი კერძი" და „მარგებელი დესერტი"
"მარგებელ კულინარს" მარნეულის სასურსათო ქარხანა დამატებით ასაჩუქრებს - გამარჯვებულ რეცეპტზე სპეციალურ ვიდეო-რგოლს მოუმზადებს, რომელიც განთავსებდა კომპანიის ვებ გვერდზე!