აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენრალამა მარტინ დემპსიმ, ღია წერილით მიმართა კონგრესს და წარუდგინა სიარიაში აშშ-ის სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლო ვარიანტები.
დემპსის თქმით, პრეზიდენტ ობამას თანხმობის შემთხვევაში აშშ-ის სახმედრო ძალები შეძლებენ სირიის ოპოზიციის სწავლებასა და კონსულტირებას, შეზღუდული იერიშების მიტანას სამთავრობო ობიექტებზე, არასაფრენი ბუფერული ზონის შექმნას და კონფლიქტში ჩართული მხარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების კონტროლს.
გენერალი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება აშშ-ს მილიარდები დაუჯდეება და ასევე საჭირო იქნება ათასობით სამხედრო მოსამსახურის გამოყენება.
მისივე თქმით, სირიაში სამხედრო ძალების ჩართვის გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული ნაჩქარევად და გაუაზრებლად.