შიიტური დაჯგუფება "ჰესბოლა" აღშფოთებუულია ევროკავშირის მიერ მისი სამხედრო შენაერთის „შავ სიაში" შეყვანის გამო.
ორგანიზაციამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მტრული და არასამართლიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ბრიუსელი აშშ-სა და ისრაელის ზეწოლით მოქმედებდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ორგანიზაცია ვერ მიღებს ფულად დახმარებას ევროპაში მცხოვრები საკუთარი მომხრებისგან. ასევე ევროპელ დიპლომატებს ეკრძალებათ ორგანიზაციის სამხედრო ფრთის წარმომადგენლებთან შეხვედრა.