თურქეთში, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოკლულის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს. მოკლულის ძმა აცხადებს, რომ მის დას გულმკერდის არეში დანით ოცზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
გარდაცვლილი ყვარლის რაიონის მცხოვრებია. 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ძმის თქმით, ის თურქეთში ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა.
ოჯახის წევრებმა არ იციან ცხედარი თურქეთიდან როგორ უნდა გადმოასვენონ. ისინი დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა 2 დღის წინ მოხდა.