შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ადლიის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე (სახლართი ბადის ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე გამოყენება) დააკავეს მოტონავი, რომელზედაც იმყოფებოდა საქართველოს სამი მოქალაქე: ჯიმშერ ტ., რეზო ბ., და მამია კ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის, VI ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.