60 წლამდე მამაკაცმა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის ბინის გაძარცვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია ავრცელებს. მისი თქმით, მას სახლის კარი ღია დარჩა, თავად კი სამზარეულოში იმყოფებოდა, რა დროსაც ხმაური შემოესმა დერეფანში გასულმა კი მის ბინაში 60 წლამდე მამაკაცი დაინახა, რომელიც გაიქცა.
ბელა ალანია ამბობს, რომ მან დაცვასთან დაკავშირება მოასწრო, რომელმაც მძარცველი სადარბაზოში დააკავა. "მაშინვე ვთხოვე ეთქვა ჩემთვის რა უნდოდა ბინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიციაში დავრეკავდი, რა დროსაც მიპასუხა -როგორც კი დარეკავ, ყელს დანით გამოგჭრი და დაგანახებ საკუთარ სისხლსო", - აცხადებს ალანია. მისივე თქმით, მძარცველი მას ცემითაც დაემუქრა. " ბოდიში ქალბატონო. მართლა არასწორად მოვიქეცი.. მაგრამ თქვენისთანა სახლში რომ მყავდეს, ცხრაჯერ მივბეგვავდი დღეში, სულ სისხლს ვადენინებდი და ისწავლიდა ჭკუას - როგორ მელაპარაკოსო" აცხადებს ალანია. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის ბინის გაძარცვა გუშინ სცადეს.