ე.წ. რეინჯერების საქმეზე პატიმრობაში მხოლოდ ბაჩო ახალაია რჩება. მოსამართლემ დღეს მასთან ერთად ბრალდებული დავით ჩუბინიძე დარბაზიდან 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რომელიც 20-დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
დაცვის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა, თუმცა მოსამართლემ ჩუბინიძეს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა.
სპეცრაზმელების საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, სპეცრაზმელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ალექსი დავითაშვილი და დავით ჩუბინიძე არიან ბრალდებულნი.
მოწმეთა ჩვენებით რეინჯერთა მომზადების პროცესში ინსტრუქტორები, ახალაიას დავალებით, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას იჩენდნენ.