„ფიფამ" ბრაზილიაში, ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების ფასი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ფასი 90 დოლარი იქნება. „ფიფას" ინფორმაციით, ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთის მინიმალური ღირებულება 440 დოლარი იქნება, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ბილეთის ფასი კი 990 დოლარით განისაზღვრა. თავად ფინალური მატჩი კი - 2014 წლის 13 ივლისს გაიმართება.
ჩემპიონატი ოფიციალურად 12 ივნისს, სან-პაულოში გაიხსნება, ხოლო ბილეთების რეალიზაცია კი მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან დაიწყება. მთლიანობაში 3 მლნ ბილეთის რეალიზაციაა დაგეგმილი.
თავად ბრაზილიის მოქალაქეები, მსოფლიო ჩემპინატზე დასასწრები ბილეთების შეძენისას, შეღავათებით ისარგებლებენ და მათთის ბილეთის ღირებულება 30 დოლარიდან დაიწყება. ბრაზილიელებისათის, რომელთა ასაკი 60 წელს აჭარბებს და ასევე სოციალურად დაუცველებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების ფასი მხოლოდ 15 დოლარიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები