ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავების მიზეზად ადვოკატი პოლიტიკურ მოტივს ასახელებს. როგორც ჟურნალისტებთან რევაზ კარალიძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მარტივი გზაა საკრებულოს ხელში ჩასაგდებად.
,,მას ქრთამი არ მიუღია. მიმაჩნია, რომ ეს არის დაკავება უფრო პოლიტიკური მოტივით. საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება ეს არის მარტივი გზა მისი მოცილების ხელისუფლებიდან", -განაცხადა გაბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ რევაზ კარალიძე ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა 20 ივლისს დააკავეს და მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ედავებიან.