ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მტკიცებულებებს წარადგენენ.
წინასასამართლო სხდომაზე საქალაქო სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები სრულად დასაშვებად ცნო, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებული შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოფირი, თუმცა, ბრალდების მხარე მის აცილებას მოითხოვდა.
წინასასამათლო პროცესზე ყველა ბრალდებულმა ერთხმად უარი თქვა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე. პროცესი 12:00 საათზეა დაგეგმილი.