რუსეთის ფედერაცია თავის საზღვრებთან აშშ -ს ბიოლოგიური აქტიურობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების დაცვის შესახებ 2012 წელს" შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
„ახალი გამაღიზიანებელი ფაქტორი გაჩნდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ასევე თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში და რუსეთის დუმაშიც გამოთქვამენ შეშფოთებას ლაბორატორიის გამო, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს არის განლაგებული და შესაძლოა ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნა მიმდინარეობს.
ექსპერტების აზრით, საუბარი მიდის აშშ-ს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე, რომელიც თბილისთან ახლოს არის განლაგებული", _წერს რუსული მედია.
ჟურნალ „ნაციონალური ობორონას" მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო მიიჩნევს, რომ საუბარი, სავარაუდოდ მიდის თბილისის შორიახლოს განლაგებულ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერენც-ლაბორატორიაზე", რომელიც აშშ მხარდაჭერით გაიხსნა.
ექსპერტის თქმით, აშშ-მ ამ ლაბორატორიაში 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩადო.
კოროტჩენკოვი ასევე აცხადებს, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო ექიმების მონაწლეობა შესაძლოა დასტური იყოს იმისა, რომ მისი საქმიანობის ერთ ერთი მიმართულება სამხედრო მიკრობიოლოგიაა.