ხვალ, 1 მარტს, 10:00 სთ-ზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სოფელ ჩალაუბანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვის ცენტრს გახსნის. ცენტრი აღჭურვილია იმ თანამედროვე ტექნიკით, რომლის შეძენაც იაპონური გრანტის მეშვეობით მოხდა.
მინისტრი მოსახლეობას შეხვდება და თავად გააცნობს მათ თანამედროვე ტექნიკას. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ ტექნიკის გადაცემა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩალაუბნის ცენტრის გარდა, საქართველოს მასშტაბით კიდევ 5 სერვის ცენტრში გადანაწილდება.