სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
უცხოეთში საცხოვრებლად წასულ ქართველებზე პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ისაუბრა.
"საქართველოდან წასვლა ეს გამოსავალი არ არის", - ბრძანა უწმინდესმა.
ამასთან, ილია მეორემ ოკუპირებულ რეგიონებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსა და აფხაზებს, საქართველოსა და ოსებს შორის ძველი სიყვარული და ძმური ურთიერთობა შენარჩუნდება.
"აფხაზებმა უნდა დაინახონ,Nსად არის გზა მათი გადარჩენისთვის", - განმარტა პატრიარქმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ ტაძრის მრევლი და თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დალოცა.