ზესტაფონში მრევლსა და მეუფეს შორის არსებული დაპირისიპრების შესასწავლად საპატრიარქოში სპეციალური კომისია შეიქმნება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ტაო-კლარჯეთის და ახალციხის მიტროპოლიტმა მამა თეოდორე ჭუმბაძემ განაცხადა.
,,პატრიარქთან ჩამობრძანებული იყო ორი მხარე. პატრიარქმა მოუსმინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას, კომისა, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს, რომელსაც წარუდგენს კათოლიკოს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად'", - განაცხადა ტაო-კლარჯეთის და ახალციხის მიტროპოლიტმა მამა თეოდორე ჭუმბაძემ, რომელმაც მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის ეპარქიიდან გაწვევას ითხოვს. ამ მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ ეპარქიის წინ აქცია გამართა და მეუფე ვახტანგს კარები აუჭედა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მეუფე ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული, მათ შორის მრუშობასა და, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში.