ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი მერაბ გორგაძე დააკავეს. იგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააპატიმრეს.
სასტუმროსა მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მართავენ და ისინი ბათუმში ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ყოფნას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბათუმში ,,ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პრაიმერი იწყება.