ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თბილისში გადმოიყვანეს. რევაზ კარალიძე ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ იგი ანტიკორუფციული სამსახურის თანამშორმლებმა გუშინ დააკავეს.
მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჯერჯერობით, რევაზ კარალიძის დაკავების მიზეზები უცნობია. როგორც ადვოკატი განმარტავს მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.