დღეს, 21 ივლისს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეთა მე-11, რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის.
კონფერენციაზე "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის შესახებ" პროექტს დაამტკიცებენ. ასევე მოხდება ადმინისტრაციული კომიტეტის წევრების არჩევა.