ოსი სეპარატისტებისათვის რუსეთის მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 2008 წლიდან დაახლოებით 34 მილიარდი რუბლი შეადგინა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ვიცე- პრემიერმა ალექსეი ხლოპონინმა გააკეთა. მისივე თქმით, 2013 წელს ამ დახმარებამ ამ დროისათის 3,4 მილიარდი შეადგინა, საინვერტიციო განხრით კი 2 მილიარდზე ცოტა მეტი.
„რუსული ინვესტიციების მოცულობა სამხრეთ ოსეთში 2013 წლის მეოთხე კვარტალში მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განისაზღვრება. კომისიის სხდომა სამხრეთ ოსეთში გაიმართება",_ აცხადებს ხლოპონინი.
ამას გარდა, მისივე თქმით, რუსული მხარე ყველა იმ ობიექტს პირადად შეამოწმებს და დაათვალიერებს და საპროექტო-სმეტურ დოკუმენტაციასაც რუსული მხარე შეადგენს.