ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა დღეს ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ყველა მათგანი თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ შეიწირა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბოევიკების ერთ-ერთი საველე მეთაურის სახლში მოხდა.
ბომბი, რომელიც მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს მაშინ აფეთქდა, როდესაც ბავშვები ბომბით თამაშობდნენ. შედეგად დაიღუპა საველე მეთაურის ხუთივე ბავშვი და მისი და - ბავშვების მამიდა.