გვიან ღამით, რუსთავის გზატკეცილზე, რუსეთიდან მომავალ სატვირთო მანქანას, რომელსაც საქართველოს გავლით ტვირთი სომხეთში გადაჰქონდა ცეცხლი გაუჩნდა. გაჩენილი ცეცხლი მძღოლმა შემთხვევით შენიშნა.
გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის, მთლიანად დაიწვა სტვირთო მანქანაში არსებული მეტალოპლასმასის მასალა და სხვა ტვირთი.
ცეცხლი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დროულად ჩააქრეს.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.