დაპატიმრებული ალექსენ ნავალნის მომხრეები, რომელსაც დღეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოსკოვის ცენტრში იკრიბებიან. უკვე არიან დაკავებულები. ხელისუფლებამ მოსალოდნელი აქციისათვის თადარიგი კიდევ კიდევც ადრე დაიჭირა. მან მოულოდნელად მოედნის გადაკეტვა და იქ ფილების გამოცვლა მოინდომა.
მოედანზე ასევე მობილიზებულია პოლიციელები და სამხედროები. დგას რამდენიმე სატვირთო ავტომობილი, რომლებშიც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები სხედან.
ამჟამად იქ ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობაა შეკრებილი. აქცია მშვიდობიანია. არ არის სიტყვით გამოსვლები. ადამიანები უბრალოდ დგანან და ტაშს უკრავენ. ავტომობილები კი რომლებიც ქუჩის გასწვრივ მოძრაობენ, საყვირის მიცემით შეკრებილებს სოლიდარობას უცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები