კარაბინიერების კორპუსის მიერ რომში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 37 ქართველი ქურდი ე.წ. დომუშნიკები დააკავეს. მას შორის სამი ქალი. ეს იტალიელი სამართლადამცავების მიერ ჩატარებული მეორე სპეცოპერაციაა. პირველი სპეცოპეტაციის დროს მიმდინარე წლის მარტში 14 ქურდი დააკავეს. სულ ამ დროისათვის დაკავებულია საქართველოს 54 მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის ადგილზე აიყვანეს.
კარაბინიერთა კორპუსის წარმომადგენლის განცხადებით, დაპატიმრებული ბანდა ძალიან საშიში იყო და მასში ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები იყვნენ გაერთიანებულნი. ამას გარდა, ბანდა საკეთების გახსნის ახალ მეთოდს ფლობდა, რომელიც საკეტის გატეხვას არ საჭიროებდა.
კარაბინიერებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მაღალი ხარისხის ე.წ. ატმიჩკები საქართველოში იყო დამზადებული და იქიდან იგზავნებოდა იტალიაში.
ბანდის მიერ რომის განაპირას ნაქრავები სახლიდან ამოღებულია ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები და ძვირადღირებული კომპიუტერები, სულ 2 მილიონი ევროს ღირებულების ნივთები.
ქალებს ამ ბანდაში ნაქურდალის რეალიზების როლი ეკისრებოდათ.