17 ივლისს ოქროს ნივთების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ქვეყანაში შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, გუგუთის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე სუზანა ბ. შემოვიდა, რომელსაც ბარგის, ხელბარგისა და პირადი დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: ყელსაბამი - 6ც, საყურე 4 წყვილი; საყურე 1 ცალი; ბეჭედი - 7ც, სამაჯური - 2ც, ჯვარი - 2ც, კულონი - 1ც. საერთო წონით 192,81 გრამი აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნაკეთობების სატარიფო ღირებულება 7912,68 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სუზანა ბ-ს შეეფარდა სანქცია: საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მეათე ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 7912,68 ლარის ოდენობით. ამავე დღეს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, სომხეთის მოქალაქე რუზანა ვ. შემოვიდა. მოქალაქეს ბარგის, ხელბარგისა და პირადი დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: ყელსაბამი - 5ც, გულსაკიდი - 2ც, ბეჭედი - 3ც, სამაჯური - 4ც, ჯვარი - 1ც, სამეული - 1ც. საერთო წონით 61,04 გრ აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად აღნიშნული ნაკეთობების სატარიფო ღირებულებამ 2388,57 ლარი შეადგინა. რუზანა ვ-ს შეეფარდა სანქცია: საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის 14 ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ პიროვნებას დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.