ოსმა
სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქე, ლანჩხუთის რაიონის მკვიდრი გურამ
გიგინეიშვილი ჩვეული - გამოძევების
მეთოდით გაათავისულეს. გიგინეიშვილი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
ბრალდებით იყო დაკავებული. ოსმა სეპარატისტებმა მას ჯარიმა გადაახდევინეს და
გამოუშვეს. ამას გარდა, ოსური მედიის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს ორი
მოქალაქის მიმართ, რომელთა ვინაობა არ კონკრეტდება ამ დროისათვის წყდება საკითხი
ე.წ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის
შესახებ. ეს ადამიანებიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაში არიან „ბრალდებულნი".