სახალხო დამცველისთვის ვანო მერაბიშვილს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახლხო დამცველმა უცა ნანუაშვილმა განაცხადა.
"ვანო მერაბიშვილს დარღვევის ფაქტებზე ჩვენთვის არ მოუმართავს. ჩვენი წარმომადგენლები მასთან იმყოფებოდნენ და ზოგადად ყველა ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტარების შენიშვნას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავენ ნაუნუაშვილი ასე პასუხობს.
"გამოძიებამ უნდა დაადასტუროს რამდენად მტკიცეა მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობასთან დაკვშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვანო მერაბიშვილს თავიდან ერთი ბრალდება ჰქონდა, შემდეგ სხვა მუხლებით მოხდა მისთვის ბრალის წაყენება. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება დარღვევის ფაქტებს, ოჯახის წევრებს არსებული კანონმდებლობით უფლება არ აქვთ განახორციელონ ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენატარების განმარტებით, ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ციხეში ის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ზის. მათივე განმარტებით, მერაბიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემია.